„ვიკის უყვარს მონუმენტები“ არის საყოველთაო ფოტო კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის მონუმენტებთან დაკავშირებით, რომლის ორგანიზებასაც ვიკიმედიის ფილიალები და ჯგუფები ახორციელებენ. 2010 წელს ის გაიმართა ნიდერლანდში, რომელსაც შემდგომ 2011 წელს ევროპის მასშტაბით მრავალი მიმბაძველი გამოუჩნდა. ვიკის უყვარს მონუმენტები 2012 და 2013 მსოფლიო მასშტაბის გახდა და დედამიწის სხვადასხვა კუთხეების ქვეყნებში გაიმართა, მათ შორის კანადაში, ჩილეში, ინდოეთში, პანამაში, განაში, ფილიპინებში, რუსეთში, სამხრეთ ამერიკაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ვიკის უყვარს მონუმენტები“ ორგანიზებულია ფედერატიული მეთოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია დამოკიდებულია მოხალისეებზე თითოეულ ქვეყანაში. ენთუზიაზმიანი ადგილობრივი გუნდები ეხმიანებიან კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციებს და მმართველობებს, ვიკიპედიაში ქმნიან მონუმენტების სიას, უთანხმდებიან პარტნიორებს და სპონსორებს და მოტივირებას უკეთებენ საზოგადოებას მასში მონაწილეობის მისაღებად. თუ თქვენმა ქვეყანამ გასულ წელს არ იმონაწილა, იქნებ გსურთ რომ დაეხმაროთ მას ამის წელს განხორციელებაში? ამისთვის მხოლოდ „ვიკის უყვარს მონუმენტები 2014“-ზე შეტყობინების დატოვებაა საჭირო!