User talk:Sakartvelo2024

From Wikimedia Commons, the free media repository
Jump to navigation Jump to search
Welcome to Wikimedia Commons, Sakartvelo2024!

-- Wikimedia Commons Welcome (talk) 07:42, 25 June 2024 (UTC)[reply]

შოთა მამულაძე

[edit]

გამოჩენილი მეცნიერი, არქეოლოგი, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის დამაარსებელი და გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელი შოთა მამულაძე 1952 წლის 9 მაისს შუახევის რაიონის სოფელ ნენიაში დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია-ქართული ენა და ლიტერატურის სპეციალობით; 1978-1981 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში არქეოლოგიის სპეციალობით. 1975-1980 წლებში ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის კათედრის ლაბორანტად მუშაობდა, 1978-1991 წლებში კი, პარალელურად, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად საქმიანობდა; 1978-1995 წლებში იყო აჭარისწყლის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, რომლის დროსაც არაერთი ძეგლი იქნა შესწავლილი. 1980-1988 წლებში არჩეულ იქნა ასისტენტად ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის კათედრაზე; 1988-1992 წლებში კი უფროს მასწავლებლად; შემდგომა, 1992-2004 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი; პარალელურად, 1994 წლიდან მუშაობას იწყებს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველად; 2004-2006 წლებში არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგია-ეთნოლოგიის კათედრის პროფესორად და ამავე კათედრის გამგედ; 2005 წლიდან არის გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 2006-2013 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2007-2019 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორის თანამდებობას იკავებდა; 2019 წლიდან კი არის ამავე დეპარტამენტის ემერიტუსი პროფესორი. 1973 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული 70-ზე მეტ სხვადასხვა ექსპედიციაში საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ; იყო გონიო-აფსაროსის ქართულ გერმანული, ქართულ-იტალიური და 2014 წლიდან კი ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე სხვადასხვა დროს სალექციო კურსს უძღვებოდა ზოგად არქეოლოგიაში, მხარეთმცოდნეობაში, საქართველოს ისტორიაში უძველესი დროიდან მეცამეტე საუკუნემდე, შუასაუკუნეების არქეოლოგიაში, არქეოლოგიური კვლევის მეთოდებში და სხვა; სამივე საფეხურზე ხელმძღვანელობდა საველე არქეოლოგიურ პრაქტიკას აჭარის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლებზე; მის მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შედგენილ იქნა არქეოლოგიის სამაგისტრო, არქეოლოგიისა და ისტორიის სადოქტორო აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამები; ხელმძღვანელობდა არქეოლოგიის სამაგაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. გამოქვეყნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 15 მონოგრაფია, მათ შორის, 60-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებული აქვს საზღვარგარეთ: ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, ბელგიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, რუსეთში, თურქეთში, უკრაინში და სხვა ქვეყნებში; მონაწილეობა მიღებული აქვს 70 -მდე საერთაშორისო და 40-მდე ადგილობრივ სამეცნიერო კონგრესებში, კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში; სხვადასხვა დროს იყო 10-მდე სამეცნიერო საგრანტო პროექტისა ხელმძღვანელი თუ ძირითადი შემსრულებელი; იყო სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი და რედკოლეგიის წევრი; იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი. ასევე, მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა 15 სამაგისტრო და 9 სადოქტორო დისერტაცია. შოთა მამულაძე შუახევის მუნიციპალიტეტისა და ზამლეთის თემის საპატიო მოქალაქეა. Sakartvelo2024 (talk) 08:10, 25 June 2024 (UTC)[reply]